ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველ წრეში მოლდოველ რადუ ალბოტთან 2 სეტში დამარცხდა (3:6, 2:6) და შეჯიბრებას გამოეთიშა. ნიკოლოზი პირველ სეტში 0:5 მარცხდებოდა, თუმცა 3 გეიმის მოგება მოახერხა, მეტის გაკეთება შეცდომების გამო ვეღარ შეძლო. მეორე სეტში კი ბასილაშვილმა, საკუთარ მოწოდებაზე 2 გეიმი წააგო, მეტოქის მოწოდებაზე ვერცერთის მოგება ვერ შეძლო და დამარცხდა.ნიკოლოზმა 35 სარეიტინგო ქულა დაკარგა და დიდი ალბათობით, კვირის ბოლოს რეიტინგში დაქვეითდება.