ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 3 სეტში - 5:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. პირველი სეტი არეულად წარიმართა, მიუხედავად მეტოქის მოწოდებაზე გაკეთებული 2 ბრეიკისა, ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება 3-ჯერ წააგო და საბოლოოდ სეტიც დათმო. მეორე სეტმა კი ბრეიკების გარეშე ჩაიარა და ქართველმა ლიეტუველს ტაი-ბრეიკზე აჯობა. მესამე სეტში ბასილაშვილმა პირველ და ბოლო (მე-9) გეიმში მეტოქის მოწოდება მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა. ნიკოლოზი ამ მოგებით შეჯიბრის 1/8-ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ იან ლენარ შტრუფს დაუპირისპირდება.