ნიკოლ კიდმანი HBO-ს კიდევ ერთ ახალ სერიალში მონაწილეობს,მას პარტნიორობას ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჰიუ გრანტი უწევს. ტიზერი სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.The Undoing — ასე ჰქვია ახალ სერიალს, რომელიც ამერიკელი მწერლის, ჯინ კორელიცის 2014 წელს გამოქვეყნებული გახმაურებული ბესტსელერის, You Should Have Known-ის მიხედვით გადაიღეს. HBO-ს ახალი მინისერიალი ექვსი ეპიზოდის ხანგრძლივობის იქნება და მისი პრემიერა მაისში შედგება.