სომხეთში ათასობით ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს განაცხადა.
"როგორც წესი, მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით ნახევარი შემთხვევების გამოვლენა ხდება. მაშასადამე, თუ ჩვენ გვყავს 7000 ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ინფიცირებულია 14 000 ადამიანი და მათმა 90%-მა ამის შესახებ არ იცის. აი, რატომ არის დამცავი ნიღბების ტარება აუცილებელი", - აღნიშნა ფაშინიანმა.
მანამდე ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სომხეთის საქმე კარგად არ მიდის და ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოედგინა.