სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
„ახლახან შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს. შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. პრეზიდენტთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან დისკუსიის გათვალისწინებით, არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნის გაიმართება“- განაცხადა ფაშინიანმა.