სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს ემყარება. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ამბობენ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება? ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთობლივი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში და ამ შეთანხმების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს”, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.