სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების განთავსების შესაძლებლობას არ განიხილავს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენს დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ დგას“, - აღნიშნა ფაშინიანმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩარევის საკითხი არ განუხილავთ.