სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი 4 დრონი ჩამოაგდო. "კოტაიკისა და გეგარკუნიკის საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის 4 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. იყავით მშვიდები და თავდაჯერებულები, ჩვენ გავიმარჯვებთ", - წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.