სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პირველად ესმის იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სომხეთში შეშვებაზე უარი უთხრას. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება. სააგენტოს მოყავს მიხეილ სააკაშვილის მიერ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერილი პოსტი, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი ითხოვს, რომ სააკაშვილს არა თუ არ უნდა დაუბრუნონ უკრაინის მოქალაქის პასპორტი, ასევე კატეგორიულად მოითხოვს, არ შეუშვან უკრაინაში.