კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი "ფეისბუქზე" წერს.
"ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?" - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 18 033 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 302-ს შეადგენდს.