სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკობიანი კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის ლაივის დროს განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ანა აკობიანმა ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა ტესტირებას მაინც გავდივართ“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, გუშინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჯაირ ბოლსონეროს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია უარყო.