ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა და პრემიერის პოსტზე წარმატებები, ნაყოფიერი მუშაობა და მნიშვნელოვანი მისიის მიღწევაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, გახარიას მისალოცი წერილი გამოუგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევიც საქართველოს პრემიერს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ისტორიულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს.