არტაკ დავთიანი, კანონის შესაბამისად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულად ითვლება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ -მინისტრის მიერ წარდგენილ პროექტს და არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კანონით დადგენილ ვადებში, არტაკ დავთიანი, კანონის შესაბამისად, ორშაბათის მდგომარეობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე დანიშნულად ითვლება.