10:30
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Nikkei: 70-ზე მეტი იაპონური კომპანია მომავალი წლიდან ციფრულ ვალუტას ჩაუშვებს
29-11-2021

74 იაპონური კომპანიისგან და ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელთა შორის არიან უმსხვილესი იაპოური ბანკებიც, გეგმავენ 2022 წლიდან მიმოქცევაში ჩაუშვან ახალი ციფრული ვალუტა. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei წერს.

გაზეთის ცნობით, ვალუტის სავარაუდო სახელწოდებაა DCJPY. ის უზრუნველყოფილი იქნება საბანკო დეპოზიტებით. DCJPY-ით პირველი ექსპერტიმენტები უკვე წელს დაიწყება. გამოცემის ცნობით, გამოთვლა მოხდება იაპონურ იენში, ხოლო ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 1 იენს.

კონსორციუმში არის სამი იაპონური საბანკო გიგანტი Mitsubishi UFJ, Sumitomo Mitsui Financial Group და Mizuho Financial Group, ასევე კომპანიები სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა დარგებიდან. მათ შორისაა, სარკინიგზო კომპანია JR East, მიწოდების სერვისის უმსხვილესი კომპანია Yamato Holdings, სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი NTT და ენერგეტიკული კომპანია Kansai Electric Power.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები