სპორტული ტანსაცმლის ამერიკულ გიგანტ Nike-ს გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო საქონლის დეფიციტი და მომარაგებაში ხარვეზები აქვს.
BBC კომპანიის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხსაცმლის წარმოება და მიწოდება მომავალი წლის გაზაფხულამდე გართულდება, რადგან მომარაგების პრობლემებსა და აზიაში მუშახელის დეფიციტს ებრძვის. ამ ჩავარდნების გამო Nike-მა გაყიდვების წლიური პროგნოზი შეამცირა.
ტელეკომპანიის ცნობით, Nike-ის ვიეტნამისა და ინდონეზიის ქარხნები, რომლებიც სპორტული ფეხსაცმლის სამ-მეოთხედს აწარმოებენ, ადგილობრივი ლოქდაუნებით დაზარალდნენ. მხოლოდ ვიეტნამში მიმდინარე წელს ფირმას წარმოების წყვეტის 10-კვირიანი ზარალი დაუჯდა.
ამასთან, აზიიდან ჩრდილო ამერიკაში პროდუქციის მიწოდებისთვის საჭირო დრო ორჯერ გაიზარდა - 40-დან 80 დღემდე.
Nike, ასევე, ხაზს უსვამს ტრანზიტის დროის გაზრდას ჩრდილო-ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში