ამერიკულმა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Nike-მა სრულიად ახალი ტექნოლოგიით შექმნილი - ქაფის ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი - React წარმოადგინა. ეს არის სრულიად ქაფის ძირიანი და ზემოდან ნაქსოვი მასალით შექმნილი ნაწარმი, რომელიც მისი ულტრასიმსუბუქის გამო მეტად კომფორტულია სირბილისთვის. კომპანიის ცნობით, "ბოტასები" გაყიდვაში 22 თებერვალს გამოვა.
როგორც Nike-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, React-ის ტექნოლოგიით შექმნილი ფეხსაცმლის ცვეთა 25 ათასამდე კილომეტრის გარბენაზეა გათვლილი და ის ყველა სხვა მონაცემითაც აღემატება მის კონკურენტებს.რაც შეეხება ფასს, ის ჯერ არ დასახელებულა, თუმცა მისი ღირებულება 150-200 დოლარის ფარგლებში იქნება.