კომპანია Nike-ის ონლაინ მაღაზიაში გაჩნდა ახალი აპლიკაცია Fit, რომელიც სმარტფონის კამერის საშუალებით თქვენი ფეხის ზომას ზუსტად განსაზღვრავს. ამის შესახებ პორტალი HypeBeast წერს. აპლიკაცია დამატებითი რეალობის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. მომხმარებელი შედის კომპანიის ონლაინ-მაღაზიაში, ირჩევს მისთვის სასურველ მოდელს და აჭერს ღილაკს Fit. ამის შემდეგ ის უნდა დადგეს იატაკის ფერთან კონტრასტული ფერის წინდებში და ხელოვნური ინტელექტი მისი ფეხის ზუსტ ზომას გამოთვლის. ბრენდის საფირმო მაღაზიებში კი ამავე ფუნქციით სარგებლობა სპეციალური სკანერებიანი ხალიჩის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებლებს ზუსტი ზომის შერჩევაში დაეხმარება, ვინაიდან როგორც ისინი აცხადებენ, არასწორად შერჩეული ზომის გამო მომხმარებლები უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამენ.