ამერიკული კომპანიამ Nike-მა 2020 წლის ერთი კვარტალი 790 მილიონი დოლარის ზარალით დაასრულა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის დასკვნაში, რომელიც საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, Nike-ს შემოსავალმა 6 მილიარდ 300 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38% -ით ნაკლებია. ამავე დროს, კომპანიის საქონლის გაყიდვების მოცულობა ინტერნეტით, პირიქით, 75%-ით გაიზარდა. ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები შემცირდა 6% -ით და მიაღწია 3 მილიარდ 200 მილიონ დოლარს.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, Reuters-ის ცნობით, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის აქციები დაახლოებით 4%-ით დაეცა.