Reuters-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწამროებელი კომპანია Nike-ის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ ბრუკლინულ კომპანია MSCHF Product Studio-ს ე.წ. სატანური ფეხსაცმლის გაყიდვა აუკრძალა.
როგორც ცნობილია, კრეატიულმა კომპანია MSCHF Product Studio-მ ამერიკელ რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით Nike Air Max 97-ს ბოტასის მოდელზე ინდივიდუალიზირებული ვერსია შექმნა და მას „სატანური ფეხსაცმელი“ უწოდა. Nike-ში აცხადებდნენ, რომ ეს Nike-ისგან არასანქცირებულად გაკეთდა და კომპანიას „სატანურ ფეხსაცმელთან“ საერთო არაფერი ჰქონდა.
სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით MSCHF Product Studio-ში აცხადებენ, რომ გაყიდვების აკრძალვაზე განაჩენის გამოტანა აუცილებელი არ იყო, რადგან „სატანური ფეხსაცმლის“ 666-ვე წყვილი უკვე გაყიდულია და კომპანია დამატებითი რაოდენობის ბოტასის დამზადებას აღარ აპირებს.