ნიკარაგუის აღმოსავლეთ სანაპიროს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „იოტა“ დაატყდა თავს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარის სიჩქარე 260 კმ.სთ.-ს აღემატება. მათი თქმით, „იოტა“ ბოლო წლების ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ქარიშხალი იქნება. ა
ღსანიშნავია, რომ ატლანტის ოკეანეში ბოლოს ქარიშხალს მე-5 კატეგორია 1932 წელს მიანიჭეს.
BBC-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი საფრთხის გამო ჰონდურასის, გვატემალასა და ნიკარაგუას ხელისუფლებებმა სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განახორციელეს.
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს 2 კვირის წინ კიდევ ერთი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც სულ მცირე, 200 ადამაინი ემსხვერპლა.