
"ქართული ოცნების" ოფისში ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას დაკავების შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ნიკა მელია გამოირჩეოდა საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნიკა მელიამ "საკუთარი თავი დაიჭირა".
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. მისი თქმით, რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას.
ირაკლი კობახიძემ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს ჩატარებული სპეცოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამედების გარეშე ჩატარებარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება.





