"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას სახელმწიფომ დანაშაული ვერ დაუმტკიცა და მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული. ნიკა სიმონიშვილი „პალიტრანიუსის გადაცემა 360-ც გრადუსში“ ამბობს, რომ გვარამიას შემთხვევაში არა შეცდომით გამოტანილ განაჩენზე, არამედ გამრუდებულ მართლმსაჯულებაზეა საუბარი. სიმონიშვილს მიაჩნია, რომ მთავარი არხის დამფუძნებელს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა, რადგან მისი საქმის განმხილველი მოსამართლე ობიექტური არ ყოფილა.