ალეკო ელისაშვილის განცხადებას შეწყალების კომისიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ეხმაურება. მელიას შეფასებით ის ბრალდებები, რომელიც ელისაშვილმა გააჟღერა სარწმუნოა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, ნიკა მელიასთვი სარწმუნოა ის განცხადება, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. კერძოდ, ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიასთან მიმდინარე სასამართლო დავაზე საუბრობდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ უნდა გასჭირვებოდა, რადგანაც სატელეფონო მოსმენები ამჟამად წინა ხელისუფლებასთან შედარებით გაზრდილია. მისივე თქმით, არ ხდება იმ საქმეების გამოძიება, სადაც არის ხელისუფლების ინტერესი.