აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მიზნით ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დასავლური მედია გამოეხმაურა. გუშინ პარლამენტში გამართულ კენჭისყრასა და მის შედეგებზე ისეთი გავლენიანი მედია წერს, როგროიც The New York Times, Associated Press, ABCnews, CBS, საინსფორმაციო სააგენტო როიტერსი და რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროა. დასავლური მედია წერს, რომ მელია 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზებაშია ბრალდებული, რომელიც დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. დასავლური მედია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან ასამბლეის მონაწილეებისთვის რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვა გახდა.