„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, რომელმაც „ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით“ იშოვა ფული, დღეს „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. აღნიშნული განცხადება ნიკა მელიამ „TV პირველის“ გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ გააკეთა.მისი განცხადებით, დავით კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სირცხვილი იყო.„არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.