ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვას ეხმაურება. მისი თქმით,ხაზები გავლებულია, წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და მისი დაკავება შეუძლებელია, რადგან აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მელიას თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის გავრილოვის გამო დასაჭერი. რაც შეეხება მოლოდინებს მელია ამბობს რომ ოცნების დეპუტატები ხელის კანკალით დაუჭერენ მხარეს მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას თუმცა შემდეგ დავალებას მურუსიძეს მისცემენ რომ ის არ დაიჭირონ.