„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. სხდომაზე ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე გარკვეული დაზიანებები მიიღეს. მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, არცერთ მოწმეს ნიკა მელიას მხრიდან აქციაზე რაიმე სახის მოწოდება არ გაუგია და მასთან არც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონია.
შემდეგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ჩაინიშნა.
ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.