„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 13 აპრილს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.
ხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.