20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. თავად ბრალდებული სასამართლო სხდომებს არ ესწრება.
ნიკა მელიას განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია.ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.