05:03
21 აპრილი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელია პროცესებზე დასწრებას შეძლებს
08-04-2021

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს. მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს.

როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას საკუთარი საქმის განხილვისგან არ უნდა იქნეს ჩამოშორებული. ადვოკატების თქმით, ნიკა მელიას საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ადვოკატების თქმით, მელიას საქმეზე შეფასებები საერთაშორისო დონეზე გაკეთდა. დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, თუმცა, განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური ელფერის გამძაფრების ნაწილია.

პროკურორის თქმით, საქმე სამართლებრივ სივრცეს უნდა დაუბრუნდეს. პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.

AutoPlay
ნინო ლომჯარია - პროკურატურას დღესვე შეუძლია ნიკა მელია გაათავისუფლოს, ჩემი რეკომენდაციაა, ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღოს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
სამადაშვილი - თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს მელიას გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, ბიუროზე ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თალაკვაძე - მელიასთან დაკავშირებით არსებობს გირაოს უზრუნველყოფა და ამნისტიის პროექტი, რომლის ინიცირებას და მიღებასაც რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ბადრი ჯაფარიძე - შეიძლება ისეთი სამართლებრივი საფუძვლის გამონახვა, რომელიც ადამიანისგან მოარლურ კომპრომისს არ მოითხოვს და ეს უნდა გამოინახოს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ხელმომწერ მხარეებს ველით პარლამენტში - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები