„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სასამართლოს ეზოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც აქციაზე მყოფები აცხადებდნენ, მათ ქონდათ მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გაათავისუფლებდა. სასამართლოს ეზოში მობილიზებული იყო პოლიცია.