"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის მოსამართლემ, თემურ გოგოხიამ თავდებში მდგომ პარლამენტის დეპუტატებს კითხვებით მიმართა. მოსამართლე დაინტერესდა დეპუტატების პოზიციით და იმით, იციან თუ არა, რაში ედება ნიკა მელიას ბრლი და რა შეიძლება იყოს მისი კონტროლის მექანიზმი. მოსამართლის კითხვებს უპასუხეს და სასამართლოს წინაშე ნიკა მელიასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქისრეს "ევროპული საქართველოს" წევრებმა: დავით ბაქრაძემ, თენგიზ გუნავამ, სერგო რატიანმა, ოთარ კახიძემ, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა" თინა ბოკუჩავამ.