მობრძანდეს ბატონი უგულავა 20 იანვარს ყრილობაზე და თავად დარწმუნდება, რამდენად დანგრეულია პარტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ PalitraNews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მელიას აზრით, ბოკერიას გუნდმა დასაჯა საკუთარი პარტიის წევრები მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ. მელიას ინფორმაციით, უგულავასა და სააკაშვილს შორის სერიოზული კომუნიკაცია არ შემდგარა.