ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს. ამ ფორმით ისინი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცხადებენ სოლიდარობას.
როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ისინი უშუალოდ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული.