სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ლომჯარია ამბობს, რომ მელიასთვის საპატიმრო ღონისძიების არ გამოყენება მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იქნება პოლიტიკური ვითარების განმუხტისთვის.