ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ნიკანორ მელიასა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ პროცესს არც ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა. რაც შეეხება უშუალოდ განაჩენს, სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლდა, მეორე ეპიზოდში კი - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
მელიასგან განსხვავებით იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ რომ ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარების ბრალი 2013 წელს წაუყენეს.