გპირდებით, რომ ეს საქმე უალტერნატივოდ დამთავრდება გამამართლებელი განაჩენით, ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მედიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით დაკითხული მოწმის, მოქალაქის ჩვენებამ დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელია აწყნარებდა ადამიანებს და ცდილობდა დაარწმუნებინა მოლაპარაკების უელტერნატივობაში. რაც შეეხება მეორე მოწმეს, სამართალდამცავს, ადვოკატის განცხადებით, ის კარგად იყო მომზადებული. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ შინაპატიმრობა. გამოძიება მას ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება.