პარლამენტის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელონ, აქცია იმართება. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავენ. მათ სიმბოლურად მავთულხლართები აქვთ მიტანილი.
ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელიას ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი კონდახაშვილი. ისინი შენობაში შესვლას ითხოვენ.
ამასთან, მათ მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუშვან საშვი, რათა მათ პარლამენტში შესვლისა და პროკურორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.