„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.ამის შესახებ მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრებს წარადგენს.ნიკა მელიას თქმით, ის იქნება ბრძოლის ავანგარდში დედაქალაქის მთავრობის რიგებში.„იბრძოლებს ჩვენი შვილებისა და მხცოვანი ადამიანების კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.ნიკა მელიას თქმით, მამუკა ხაზარაძე ყველაფერს გააკეთებს, რომ ცხოვრების სტანდარტი ამაღლდეს.„მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე თქვენი საუკეთესო პარტნიორი , თქვენი მეგობარი, თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭვუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს“, - განაცხადა მელიამ.