"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ნაძალადევის რაიონში სტიქიურად ჩამონგრეული სახლის მაცხოვრებლები მოინახულა - შექმნილ ვითარებაში ნიკა მელია თბილისის მერიას ადანაშაულებს. მაცხოვრებლების თქმით, გამგეობა მათ ქირით გადაყვანას დაპირდა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ დაზიანებულ ბინაში რჩებიან. მელიას განცხადებით ქუჩის რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხები უმიზნოდ დაიხარჯა. "ნაციონალური მოძრაობა" რაიონის გამგეობას და მერიას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.