02:56
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკა მელიამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაათენეს
18-02-2021

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაათენეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან. მთელი ღამის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც. ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის ცენტრალურ ოფისში სწორედ მისი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად იმყოფებიან.

პარტიის ოფისში გაათენა ღამე „ნაციონალური მოძრაობის“ ათობით მხარდამჭერმაც. იყო მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ღამით მოახდენდა, თუმცა პარტიის ოფისში შესაბამისი სამსახურიდან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვის საკითხზე გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სრულად დაკმაყოფილდა.

AutoPlay
რუსეთის საგარეო უწყება სანქციებზე - აშშ უბრალოდ ცდილობს გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აშშ-მა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები