15:40
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს
04-12-2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, - წერს ნიკა მელია და „ფეისბუქზე“ და სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”.

რაც შეეხება მელიასთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, როგორც მასშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს. გაგზავნილ სმს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნიკა მელიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭირო გახდა მელიას მოწმის სახით გამოკითხვა. ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყებაში, რომელსაც მელიას გადასცემენ, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები იქნება მითითებული.

AutoPlay
ჩეხეთსა და ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, პანდემიის დროს მოგზაურობისას ზომები მოქალაქეების ინდივიდუალური სიტუაციიდან და არა წარმოშობის რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გამოიყენონ
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, მომავალი კვირიდან სამინისტროში თურქული წამლების რეგისტრაციის კუთხით განაცხადები შევა
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კოვიდსასტუმროების დამატება მოხდეს
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მინისტრიდან სამი მკურნალობის კურსს კვლავ სახლში გადის
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მთავარ პრინციპებზე თანხმდება
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები