შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის და ნარკოტიკის ჩადების კამპანია დაიწყო, - ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ განუცხადა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც იარაღისა და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებას უკავშირდება, შემაშფოთებელია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ყველა საქმეს, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ოჯახის წევრების დაკავებას ეხება, იდენტური ხელწერა აქვს.