"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ადვოკატების შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებამდე მხარდამჭერებს, სასამართლო დარბაზში მყოფ მეგობრებს და მოსამართლეს მიმართა. მან დარბაზში მსხდომებს მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ ენერგიას მატებენ, ბრძოლის ჟინს, ენთუზიამსა და მოტივაციას აძლევენ.
მელიამ ადვოკატებს და მოსამართლესაც პროცესის მალე დასრულებისკენ მოუწოდა, ვინაიდან სასამართლო პროცესი იმიტირებულად მიიჩნია.