„ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ადგილსამყოფელი მისი ადვოკატებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. როგორც ისინი აცხადებდნენ, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავდა, თუ სად ჰყავდათ დაკავებული მელია.