ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე გააკეთა.
მელია ელენე ხოშტარიასთან ერთად საარჩევნო პროცესში მთლიანად ერთვება, რათა, მისი თქმით, ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართული ოცნების“ დამარცხება გაფორმდეს.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ პარტიის სხვა წევრებს, მელია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართავს, საკანონმდებლო ორგანოში დარჩნენ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მიიყვანონ.