"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სააპელაციო სასამართლოში მივიდა, მან ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წევრებს მისი დაკავების დიდი სურვილი აქვთ. მელიას თქმით ის დაჭრილი მხეცია და ამიტომაც უფრო საშიშია კოლეგებისთვის. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" ბევრი დეპუტატი უკვე ნანობს, რომ მის დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 300000 ლარის ოდენობით შეუფარდაა.