მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, შტაბიდან შეგნებულად არ გასულა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პროვოკაციაში არ დაედანაშაულებინათ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა.
ნიკა მელიას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.