„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა. მელიას განცხადებით, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „ეს ვიზიტი არ ემსახურება კონკრეტულად ნიკა მელიას მხარდაჭერას. ეს ვიზიტი დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის გამორჩეული ლიდერი ჩამოდის და გთავაზობს თანამშრომლობას, ეს ნამდვილად მისასალმებელია. კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რომელიც მრავალი წელიწადი არსებობს“,-აცხადებს ნიკა მელია.