როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტში მედიას განუცხადა. ნიკა მელიას თქმით, იმედს იტოვებს, რომ უმრავლესობა დაპირების უკან წაღებას ვერ გაბედავს.